აშშ-ის საელჩო: სენატის წარმომადგენელმა ისაუბრა საქართველოში დემოკრატიის შესუსტებზე

აშშ-ის საელჩოს ცნობით, თბილისს ეწვია სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი, კრის სოჩა, რომელიც შეხვდა პრემიერმინისტრ გახარიას, ხელისუფლების და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს.

სოჩა აგრეთვე შეხვდა “სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემოს განსახილველად.”

საელჩოს ინფორმაციით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელმა ისაუბრა “საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების პრობლემებზე”. მან შეხვედრებზე კონკრეტულად წამოჭრა საკითხი რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებაზე. სოჩამ ასევე ისაუბრა საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების პრობლემებზე და ჩამოიტანა სენატის კომიტეტის თავმჯდომარის სენატორ ჯიმ რიშის მკაფიო გზავნილი იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, თუმცა, სახელმწიფო ორგანოებმა პატივი უნდა სცენ ყველას პოლიტიკურ უფლებებს და განაგრძონ ანგარიშვალდებულების სისტემის განმტკიცება, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების ძალაუფლების სათანადო შეზღუდვას“.

გარდა ამისა, სოჩამ შეხვედრებზე ისაუბრა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.

banner
წინა სტატიაშიეს ადამიანი 45 წლის ასაკში, ძალიან მაღალი ალბათობით, გინესის წიგნში შესატანი დონის ნაძირალა იქნება
შემდეგი სტატიამიშა კაჭკაჭიშვილი: „ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას პარლამენტში ადგილებზე ევაჭრება“