სავიზო დეპოზიტის პროგრამა მუდმივი გახდა ყველა ქვეყანაში, სადაც მოქმედებდა, მათ შორის საქართველოშიც,– აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
,,საქართველოს მოქალაქე ყველა აპლიკანტმა, რომელსაც B1/B2 ვიზა დაუმტკიცდება, უნდა გადაიხადოს $10,000, $15,000 ან $20,000 ოდენობის დეპოზიტი. არ გადაიხადოთ დეპოზიტი წინასწარ. გასაუბრების დროს, საკონსულო ოფიცერი მოგცემთ ინსტრუქციას დეპოზიტის გადახდასთან დაკავშირებით.
გთხოვთ, გახსოვდეთ: სავიზო აპლიკაციების შესახებ ოფიციალური წყარო არის აშშ-ის მთავრობა. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არ ვრცელდება აშშ-ის მთავრობის წყაროდან, საჭიროებს გადამოწმებას”,- ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
1 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახდეპი ვიზებისთვის დეპოზიტის მოთხოვნას მუდმივს ხდის და ეს წესი საქართველოსაც ეხება.















