აშშ-ის საელჩო : სამხედრო ხომალდი „დონალდ კუკი“ შავ ზღვაში რეგიონული სტაბილურობის მხარდამჭერი რუტინული საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციების ჩასატარებლად შემოვიდა

admin
ავტ.: admin ნოემბერი 24, 2020 11:58

აშშ-ის საელჩო : სამხედრო ხომალდი „დონალდ კუკი“ შავ ზღვაში რეგიონული სტაბილურობის მხარდამჭერი რუტინული საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციების ჩასატარებლად შემოვიდა

აშშ-ის სამხედრო ხომალდი „დონალდ კუკი“ შავ ზღვაში რეგიონული სტაბილურობის მხარდამჭერი რუტინული საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციების ჩასატარებლად შემოვიდა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოში აცხადებენ.

„შავ ზღვაში ოპერირება რეგიონში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისადმი ერთგულების მანიშნებელია. ეს მნიშვნელოვანი დიპლომატიური მისიაა და „დონალდ კუკს“ მრავალჯერ გამოუცდია შავი ზღვის ქვეყნების სტუმართმოყვარეობა“, – განაცხადა ხომალდის მეთაურმა, კელი ჯოუნსმა.

საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის საზღვაო ძალები შავ ზღვაში რუტინულ ოპერაციებს ნატო-ს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ატარებს. მათ შორისაა: ბულგარეთი, საქართველო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა. მსოფლიოს ინტერესებშია, რომ შეინარჩუნოს სტაბილური, წარმატებული შავი ზღვის რეგიონი და შეაკავოს აგრესიული აქტორები, რომლებიც საკუთარი მიზნებისთვის დესტაბილიზაციას ცდილობენ.

admin
ავტ.: admin ნოემბერი 24, 2020 11:58