15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს საამიროების დატოვებისკენ მოუწოდებს

აბუ-დაბიში აშშ-ის საელჩომ უსაფრთხოების საგანგებო გაფრთხილება გამოსცა და ამერიკის მოქალაქეებს არაბთა გაერთიანებული საამიროების დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.

როგორც დიპლომატიური უწყება განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილება რეგიონში ესკალაციის ახალ ტალღას და აშშ-ის ბაზებზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს უკავშირდება.

ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტის დადგენილებით, ქვეყანა საელჩოს პერსონალის დიდმა ნაწილმა ოჯახებთან ერთად უკვე დატოვა.

უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების გამო, აბუ-დაბის საელჩო და დუბაის გენერალური საკონსულო გაურკვეველი ვადით უკვე დაიხურა. შეჩერებულია ყველა რუტინული მომსახურება, მათ შორის ვიზების გაცემა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა კი მოქალაქეები მკაცრად გააფრთხილა, არ მიუახლოვდნენ დიპლომატიური მისიების შენობებს. ხოლო მათთვის, ვინც ქვეყნიდან გასვლას ვერ ახერხებს, საელჩომ გამოსცა რეკომენდაცია, დარჩნენ უსაფრთხო სივრცეში, მოერიდონ ფანჯრებს და ქუჩაში გადაადგილებისაგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანი ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების გაზრდას გეგმავს
შემდეგი სტატიააუდიტი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში წყლის 160 კვლევიდან 103-ში შეუსაბამობები გამოვლინდა