აშშ-ის საელჩო – მოუთმენლად ველით, ვიხილოთ ხმის დათვლისა და შედეგების გამოცხადების გამჭვირვალე, მშვიდი პროცესი

საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებით, მოუთმენლად ელოდებიან იხილონ ხმის დათვლისა და შედეგების გამოცხადების გამჭვირვალე, მშვიდი პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.

„დღეს ელჩი დეგნანი საელჩოს დამკვირვებელთა 45 ჯგუფთან ერთად საქართველოს მუნიციპალურ არჩევნებს აკვირდება. ჩვენ მოუთმენლად ველით, ვიხილოთ ხმის დათვლისა და შედეგების გამოცხადების გამჭვირვალე, მშვიდი პროცესი. ასევე, მიუხედავად გამარჯვებულების ვინაობისა, ველით ვალდებულების აღებას, რომ მმართველობისას ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესები იქნება გათვალისწინებული“, – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე – ქუთაისში საარჩევნო უბებზე ელექტროენერგია მიზანმიმართულად გათიშეს
შემდეგი სტატიამელია – დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ თბილისი “ოცნებამ” წააგო