აშშ-ის საელჩო – მაღალკვალიფიციურ მედპერსონალთან ერთად, საქართველოს ჰყავს ქბრბ უსაფრთხოების ჯგუფები, რომლებიც DTRA-ს მიერ გადამზადდა და აღიჭურვა

საქართველოში აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ ​მაღალკვალიფიცირებულ სამედიცინო პერსონალთან ერთად საქართველოს ჰყავს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების ჯგუფები, რომლებიც აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ გადამზადდა და სრულად აღიჭურვა.

„იგივე ჯგუფები ახლა მარნეულში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საპასუხო ძალისხმევაში არიან ჩართული. ჩვენ ვამაყობთ DTRA-სა და საქართველოს ქბრბ ჯგუფებს შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობით.

მათი სამსახური უმნიშვნელოვანესია და მათი საჭიროება ახლა ყველაზე ცხადად ჩანს“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიდღეს 21 საათიდან ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აიკრძალება როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ,,სახლში დარჩენის გარდა რას თავაზობს ხელისუფლება ხალხს?”