აშშ-ის საელჩო – ირაკლი ოქრუაშვილის საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას

მერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი

საქართველოში აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას.

„ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას — საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა, ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნო.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსი ღორის გრიპზე ათჯერ უფრო მომაკვდინებელი ინფექციაა
შემდეგი სტატიააშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 23 000-ს გადააჭარბა