აშშ-ის საელჩო დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის საქმეში ლიდერობას ულოცავს

“ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის საქმეში ლიდერობას ულოცავს. 2015 წელს, პროგრამის დაწყების შემდეგ 2,3 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა სკრინინგი და 72 400-ზე მეტს – მკურნალობა, რამაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე გააუმჯობესა. C ჰეპატიტის სკრინინგი და მკურნალობა ყველა ქართველისთვის უფასოა, რაც პროგრამას ფართოდ ხელმისაწვდომს ხდის და საშუალებას იძლევა, მომავალში საქართველო სრულად გათავისუფლდეს C ჰეპატიტისგან. საქართველოს წარმატება და გამოცდილება ახლა მოდელია სხვა ქვეყნებისთვის”,-აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ჩხიკვაძის გადაწყვეტილებით, მისმა ბავშვობის მეგობარმა, შეიძლება, მატერიალური სარგებელი მიიღოს”
შემდეგი სტატიააშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ დაათვალიერა