აშშ-ის საელჩო და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ

შშ-ის საელჩო და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან.

უწყებებში აცნობიერებენ ქართული საზოგადოების ფართო ნაწილის ღრმა იმედგაცრუებას იმის გამო, რომ პარლამენტმა 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებზე გადასასვლელად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები არ მიიღო. განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონმა და ბრიუსელმა ზაფხულში მიღებული პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება ქართული დემოკრატიის მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს.

„დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, არსებითად მიგვაჩნია გადაუდებელი მუშაობა მთავრობას, ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნდობის აღსადგენად მშვიდი და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის საშუალებით, ისეთი სამომავლო გზის საპოვნელად, რომელიც მისაღები იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ სრულად უჭერენ მხარს მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა ყველას, ვინც ამ უფლებით სარგებლობს კანონის დაცვისკენ და კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებენ.

banner
წინა სტატიაშიდღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართება
შემდეგი სტატიაპარლამენტში ადმინისტრაციის თანამშრომლები შედიან – დეპუტატები კი ჯერ არ მისულან