ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესახებ ელჩ რობინ დანიგანს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
აშშ-ის საელჩო განცხადებაში წერს, რომ რობინ დანიგანმა და ირაკლი კობახიძემ განიხილეს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე და აშშ-ის ძალისხმევა ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდისთვის.
„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესახებ ელჩ დანიგანს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა პრემიერმინისტრ კობახიძესთან. მათ განიხილეს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე და აშშ-ის ძალისხმევა ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდისთვის. ასევე, საქართველოს, როგორც შუა დერეფნის განვითარების მხარდაჭერა და ჩვენი ძლიერი სამხედრო პარტნიორობა, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს ურთიერთობას“,- ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.