აშშ-ის საელჩო : ჩვენ სიამაყით ვუჭერთ მხარს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საქართველოში მათი კოლეგების მრავალწლიანი თანამშრომლობა ეხმარება საქართველოს COVID-19-ის საფრთხეებთან ბრძოლაში. უახლესი ტრენინგების ფარგლებში, COVID-19-ის სწორ იდენტიფიცირებასა და მეთვალყურეობაში, ასევე, ინფექციის პრევენციასა და კონტროლის პრაქტიკებზე, საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი პროფესიონალი გადამზადდა.

,,ჩვენ სიამაყით ვუჭერთ მხარს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას ქართველი ხალხის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად” – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისამხედრო მოსამსახურეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
შემდეგი სტატიავაზიანიდან თბილისში გადმოყვანილ 5 ჯარისკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა