აშშ-ის საელჩო – ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, რას აკეთებს საელჩო ტრამპისა და რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად

საქართველოში ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მამუკა მდინარაძის დღევანდელი განცხადებები წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას, თუ რას აკეთებს საელჩო დონალდ ტრამპისა და მარკო რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად.

„ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად – გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა: „სამწუხაროა, რომ აშშ-ის ახლად არჩეული ხელისუფლების ნარატივები ერთია და მისი ქვედა რგოლების, მათ შორის ამერიკის საელჩოს მოქმედება აბსოლუტურად აცდენილია იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ. იმედია, ეს ძალიან მალე გასწორდება“.

banner
წინა სტატიაშიია ფარულავა: ზამირ კვეკვესკირის სხეული ალმოდებული კივის იმ ქვეყნის შუაგულში, რომელიც მისი სახლიც იყო და ციხეც
შემდეგი სტატიასახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობას შეასრულებს