აშშ-ის საელჩო – აშშ გმობს „ქართული ოცნების“ ძალადობას მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეთა მიმართ

შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების“ მიმდინარე ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეების მიმართ, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი ქმედებები ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

„მსგავსი ქმედებები, რომლებიც ჩანს, ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად, არაფერს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად, რაც ქართველების უმრავლესობის ნებაა. საქართველო უკეთესს იმსახურებს“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – პრეზიდენტი დგას ხალხის გვერდით, რომელიც იფიცება და რომელიც ძალიან სწორ ბრძოლაში არის ჩართული
შემდეგი სტატიასაია: მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ პოლიციელმა დგებუაძემ სახეში შეაფურთხა