აშშ-ის საელჩო: 5 წლის შემდეგ აშშ-ის საზღვაო ხომალდი “მაუნთ უიტნი” საქართველოში დაბრუნდა

აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ მეექვსე ფლოტის ფლაგმანი, „მაუნთ უიტნი” საქართველოში 5 წლის შემდეგ დაბრუნდა. ხომალდი საქართველოში მათ შორის 2008 წლის ომის დროსაც ჩამოვიდა, როცა აშშ-მ ჰუმანიტარული დახმარება მოგვაწოდა.

“მივესალმებით აშშ-ის საზღვაო ხომალდი „მაუნთ უიტნისა” და „პორტერს”! ხუთი წლის შემდეგ მეექვსე ფლოტის ფლაგმანი, „მაუნთ უიტნი” საქართველოში დაბრუნდა. ამ ხომალდისთვის საქართველოს პორტები უცხო არ არის, ვინაიდან „მაუნტ უიტნი” ქვეყანას ხუთჯერ ეწვია, მათ შორის, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის დროს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით”. – წერს აშშ-ის საელჩო.

banner
წინა სტატიაშიგოგი ხოშტარია: ვღელავ, ამავე დროს, ვამაყობ ჩემი ქალიშვილით, ძალიან ვამაყობ
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: ეს იყო ნამდვილად ისტორიული არჩევნები და ეს იყო ისტორიული გამარჯვება