აშშ-ის საელჩო 2 ოქტომბრის არჩევნების დღესთან დაკავშირებით საკუთარი მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო 2 ოქტომბრის არჩევნების დღესთან დაკავშირებით საკუთარი მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოში არჩევნების შაბათ-კვირაა. აშშ-ის საელჩო ახსენებს აშშ-ის მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და ყურადღება გაამახვილონ ხალხის დიდი მასების მიმართ, რომლებიც შესაძლოა, საპროტესტო აქციის გასამართად შეიკრიბონ. საქართველოს აქვს დაუგეგმავი სპონტანური პროტესტის გამოცდილება, რომელიც შეიძლება, მოიცავდეს არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობას. მთელი თბილისის მასშტაბით, როგორიცაა რუსთაველის გამზირი, პარლამენტი და სხვა სამთავრობო შენობები, ამ პროტესტების კერას წარმოადგენენ.

გასათვალისწინებელი ქმედებები:​ სიახლეებისთვის თვალყური ადევნეთ ადგილობრივ მედიას; არ მიიქციოთ ყურადღება; იყავით ინფორმირებული თქვენი გარშემომყოფების შესახებ; გადახედეთ თქვენი პირად უსაფრთხოების გეგმებს“, – აღნიშნულია საელჩოს გაფრთხილებაში.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაგახარია: ყოველთვის ვამბობდი – თუ ოდესმე სააკაშვილი გაბედავდა საქართველოში დაბრუნებას, ეს შეთანხმებული იქნებოდა ოცნებასთან