17.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

აშშ-ის საელჩო: 1994 წლის 3 ოქტომბერს საფუძველი ჩაეყარა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გვარდიისა და საქართველოს თავდაცვის ძალების პარტნიორობას

Georgia Army National Guardsmen with the Savannah-based Charlie Company, 1-118th Field Artillery Regiment, and the Glenville-based Alpha Company, 177th Brigade Engineer Battalion, stand in formation during Noble Partner 20's opening ceremony at Vaziani Training Area, Georgia on Sept. 7, 2020. The Georgia Army National is celebrating its 26th year of partnership with the country of Georgia under the National Guard State Partnership Program. U.S. Army photo by Spc. Isaiah Matthews

დღეს განსაკუთრებული სამხედრო მეგობრობის 32 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. 1994 წლის 3 ოქტომბერს საფუძველი ჩაეყარა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გვარდიისა და საქართველოს თავდაცვის ძალების პარტნიორობას – ამის შესახებ აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს აქვეყნებს.

,,ამ დროის განმავლობაში, ერთობლივი წვრთნებით, თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობითა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მხარდამხარ მსახურებით, ჩვენს სამხედროებს შორის მტკიცე კავშირები ჩამოყალიბდა.

დღეს პატივს მივაგებთ ათასობით ქართველ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს, რომლის თავდადებითაც შტატების პარტნიორობის ფარგლებში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე და ხანგრძლივი კავშირი შეიქმნა”,– წერს აშშ-ის საელჩო.

banner
წინა სტატიაშივანის მე-17 საარჩევნო უბანზე, არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება
შემდეგი სტატიაშსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 80 პირი დააკავა