აშშ-ის პრეზიდენტმა ყასემ სოლეიმანის „მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი“ უწოდა

ამერიკელებს სადმე საფრთხე თუ დაემუქრებათ, ყველა სამიზნე განსაზღვრულია და მზად ვარ საჭირო მოქმედებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებულ დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, ეს განსაკუთრებით ირანს ეხება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ერაყში მოკლულ ირანელ გენერალს, ყასემ სოლეიმანის „მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი“ უწოდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სოლეიმანი ამერიკელ დიპლომატებზე და სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმას ამზადებდა.

ირანის სულიერი ლიდერი, პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი აშშ-ს საპასუხო ზომებით ემუქრებიან

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: С новым годом, дорогие товарищи, с новым годом, ანტრიკოტა – ანტიკვარებო!!!
შემდეგი სტატიაჩოხატაურში 41 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა