აშშ-ის პრეზიდენტის საუბარი პუტინთან „გადაჭრის გარკვეულ გაუგებრობებს და მიგვიყვანს იქ, სადაც უნდა მივიდეთ

ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი ომის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი დღე იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა.

უიტკოფის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის საუბარი პუტინთან „გადაჭრის გარკვეულ გაუგებრობებს და მიგვიყვანს იქ, სადაც უნდა მივიდეთ“.

უიტკოფმა ღნიშნა, რომ სჯერა აშშ-სა და რუსეთის ლიდერების წარმატებული საუბრის.

„და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული საუბარი. ისინი იცნობენ ერთმანეთს. პრეზიდენტი მტკიცედ არის განწყობილი ამ საკითხში რაიმეს მიღწევისთვის და თუ მას არ შეუძლია ამის გაკეთება, მაშინ ვერავინ შეძლებს“, – განაცხადა უიტკოფმა.

მისივე თქმით, აშშ-ის მიზანია, შეამციროს „უფსკრული მხარეებს შორის“.

„გარკვეულწილად თითოეული მხარე იცავს თავის პოზიციას. და ვფიქრობ, რომ ორშაბათი იქნება მნიშვნელოვანი დღე იმის განსაზღვირსთვის, თუ სად ვიმყოფებით და როგორ დავასრულებთ ამ მოლაპარაკებებს“,- განაცხადა უიტკოფმა.​​​​​​​​​​​​​​​​

banner
წინა სტატიაშირუსეთი უკრაინის ტრიტორიაზე ღამის საათებში აპირებს კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტას RS-24 Yars ICBM-ს 11.000 კილომეტრის დაფარვით
შემდეგი სტატიასაქართველოს პროკურატურამ ბექა ონიანის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა