ირანთან შეთანხმება ან დიდებული და მნიშვნელოვანი იქნება ან საერთოდ არ იქნება,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ირანთან შეთანხმება ან დიდებული და მნიშვნელოვანი იქნება ან საერთოდ არ იქნება“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
აშშ-ის პრეზიდენტმა გააკრიტიკა მისი ოპონენტები, რომლებიც აშშ-ირანის მოლაპარაკებებს აკრიტიკებენ და აღნიშნა, რომ შეთანხმება, რომელსაც ირანთან გააფორმებენ სრულიად საპირისპირო იქნება იმ დოკუმენტის, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, ბარაქ ობამას დროს გაფორმდა.
„ის სრულად საპირისპირო იქნება იმ კატასტროფული JCPOA-ისა (ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა), რომელიც ობამას წარუმატებელმა ადმინისტრაციამ გააფორმა და რომელიც ირანისთვის ბირთვული იარაღისკენ პირდაპირ და ღია გზას წარმოადგენდა“, – აღნიშნა ტრამპმა.
















