აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კონგრესში სიტყვით გამოსვლა პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე დაიწყო

“ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ რუსეთი არ არის აგრესორი. ის აგზავნის მესიჯს, რომ მას მართლა ჰგონია, რომ კანონზე მაღლა დგას. რაც შეიძლება ჩქარა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მას არ მივცეთ საშუალება, გახდეს დიქტატორი” ,-თქვა კონგრესმენმა ალ გრინმა ტრამპის სიტყვით გამოსვლის შემდეგ.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კონგრესში სიტყვით გამოსვლა პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე დაიწყო. სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში დემოკრატმა კანონმდებლებმა პროტესტი გამოხატეს.

ტეხასის შტატის კონგრესმენი ელ გრინი დარბაზიდან გააძევეს იმ მიზეზით, რომ აქტიურად აპროტესტებდა ტრამპის გამოსვლას და ამბობდა, რომ ტრამპმა ვერ მოიპოვა საკმარისი მანდატი ნოემბრის არჩევნებში.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა გრინის გაძევება მოითხოვა.
მოგვიანებით ელ გრინმა განაცხადა, რომ მუშაობს დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურის დასაწყებად. რამდენიმე დემოკრატ კანონმდებელს შავი მაისურები ეცვათ.

 

banner
წინა სტატიაშიტრამპი: გრენლანდიას ასე თუ ისე მაინც მივიღებთ
შემდეგი სტატიათიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მარტის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია იწყება