აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შვედეთის პრემიერ-მინისტრს, მაგდალენა ანდერსონსა და ფინეთის პრეზიდენტს, საული ნიინისტოს ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შვედეთის პრემიერ-მინისტრს, მაგდალენა ანდერსონსა და ფინეთის პრეზიდენტს, საული ნიინისტოს ესაუბრა.

„ერთობლივი სატელეფონო ზარი გვქონდა ჯო ბაიდენთან და მაგდალენა ანდერსონთან. ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი ღრმა შეშფოთება უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით. ვისაუბრე ფინეთის შემდგომ ნაბიჯებზე ნატო-ში გაწევრიანებისკენ. ფინეთი აფასებს აშშ-ის ყველა საჭირო მხარდაჭერას“, – წერს სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ფინეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

მანამდე საული ნიინისტომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს გეგმავს და ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერაზე თავის პოზიციას გააცნობს.

წინა სტატიაშიშვედეთი და ფინეთი ნატოში მათი წევრობის წინააღმდეგ ერდოღანის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ
შემდეგი სტატიავრცელდება ინფორმაცია, თითქოს ეპისკოპოსი მელქისედეკი დასჯილ იქნა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება – საპატრიარქო