20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს დაესწრება

დონალდ ტრამპი თურქეთში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს დაესწრება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

ნატო-ს სამიტი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში 7-8 ივლისს გაიმართება. ეს ნატო-ს რიგით 36-ე სამიტი იქნება.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბოლო დროს რამდენჯერმე ესაუბრა დონალდ ტრამპს და აშშ-ის პრეზიდენტმა ამ საუბრების დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა შეხვედრაზე დასწრების გეგმები.

banner
წინა სტატიაშიაბას არაღჩი: ნებისმიერ მტრულ ქმედებას დაუყოვნებელი და გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება
შემდეგი სტატიანიკოლ ფაშინიანი: „სამთავიანმა ომის პარტიამ“ დაისახა მიზანი, გვაიძულოს კონფლიქტში შევიდეთ ჩვენს რუს პარტნიორებთან