13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალს ესწრებ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ნიუ ჯერსის ქალაქ ისტ რუზერფორდში, „მეტლაიფ სტადიონზე“ იმყოფებიან, სადაც ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალი გაიმართება.

ტრამპი ნიუ ჯერსის ქალაქ ტეტერბოროში ჩაფრინდა და ისტ რუზერფორდისკენ ავტოკოლონით გაემართა.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ლონდონის „ჩელსი“ ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენს“ ეთამაშება. წელს ფიფა-მ ტურნირი განსხავავებული ფორმატით ჩაატარა, მასში მონაწილეობას სხვადასხვა კონტინენტის 32 საფეხბურთო კლუბი იღებდა.

ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა: საბჭოთა დროს ყველაზე მეტი ქართველის დამხვრეტი მკვლელი მამის მკვლელმა შვილმა, თეა წულუკიანმა ხელი მოაწერა ზურას პატიმრობას და ავადმყოფი დედის მკვლელობას
შემდეგი სტატია F5 – ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი მიმდინარეობს-დანიელ ფიფია  მეგრული ლექსების კრებული