აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა.

მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, მრჩეველი ჯარედ კუშნერი მეუღლესთან და დონალდ ტრამპის შვილთან, ივანკა ტრამპთან ერთად ხვდებიან.

ისრაელში დონალდ ტრამპი მოლაპარაკებებს გამართავს ბენიამინ ნეთანუაჰუსთან. დაგეგმილია მისი გამოსვლა ქნესეთში. აშშ-ის პრეზიდენტი ასევე შეხვდება მძევლების ოჯახებს. ამის შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი გაემგზავრება ეგვიპტეში, სადაც 20-ზე ემტი ქვეყნის ლიდერთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ღაზის მომავლის შესახებ სამიტში.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: “ვერცერთი ციხე ან რეჟიმი ვერ გააჩუმებს ხალხს, რომელმაც უკვე აირჩია ევროპა”
შემდეგი სტატიაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და სარფის გავლით ქვეყნიდან გაქცევას გეგმავდა – დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი