აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი: „ირანი ამ ომს ვერ მოიგებს”

„ირანი ამ ომს ვერ მოიგებს“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ირანს ისრაელთან კონფლიქტის დეესკალაციაზე საუბარი სურს.

ჟურნალისტის კითხვაზე აქვს თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანს კონფლიქტის დეესკალაცია სურს, ტრამპმა უპასუხა: „დიახ… მათ სურთ საუბარი. მაგრამ ეს ადრე უნდა გაეკეთებინათ“.

„მათ უნდა მიაღწიონ შეთანხმებას. ეს მტკივნეულია ორივე მხარისთვის, მაგრამ ვიტყვი, რომ ირანი ამ ომს ვერ მოიგებს. მათ უნდა ისაუბრონ და უნდა ისაუბრონ დაუყოვნებლივ, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის“, – აღნიშნა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაში“ქართულ ოცნებაზე” ზეწოლას რუსები ახდენენ – შაიშმელაშვილი
შემდეგი სტატიამას შემდეგ, რაც თეირანელებს ევაკუაციისკენ მოუწოდა, ტრამპი G7 სამიტს ტოვებს და ვაშინგტონში ბრუნდება