15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკა დაიწყებს მუშაობას ირანთან გამდიდრებული ურანის უკან

აშშ დაიწყებს მუშაობას ირანთან გამდიდრებული ურანის უკან, აშშ-ში დაბრუნებისთვის, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

„ამას ერთობლივად გავაკეთებთ. ვითანამშრომლებთ ირანთან, მშვიდი ტემპით და დავიწყებთ გათხრებს მძიმე ტექნიკის გამოყენებით. ჩვენ დავაბრუნებთ მას უკან, აშშ-ში“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ახსენა „ბირთვული მტვერი“ და დასძინა, რომ ის „ძალიან მალე“ იქნება ამოღებული. როგორც სააგენტო „როიტერი“ განმარტავს, ტრამპის მიერ ნახსენებ „ბირთვულ მტვერში“ იგულისხმება გასული წლის ზაფხულში აშშ-ის მიერ დაბომბილი ირანული ბირთვული ობიექტების ტერიტორიაზე არსებული ნარჩენები.

რაც შეეხება გამდიდრებულ ურანს, გავრცელებული ცნობით, ირანი ფლობს 60%-მდე გამდიდრებულ 400კგ-ზე მეტ ურანს.

banner
წინა სტატიაშიირანი: თუ შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტის ბლოკადას განაგრძობს, ირანი საპასუხო ზომებს მიიღებს
შემდეგი სტატიაამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპელ პარტნიორებს იარაღის მიწოდების შესაძლო შეფერხების შესახებ აცნობა