აშშ-ის პოზიციაა, რომ საქართველომ რეფორმები გააგრძელოს, განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები

„ღია კარის პოლიტიკა არის ამ ალიანსის ისტორიული წარმატება და მიღწევა. ბოლო წლებში ეს დამტკიცდა ახალი წევრები მიღებით. აშშ და ნატო-ს ყველა წევრი მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი და თუ რომელ ალიანსში უნდა გაწევრიანდეს. ჩვენთვის მიუღებელია, რომ რომელიმე სხვა ქვეყანას აქვს ვეტო ამ სუვერენულ გადაწყვეტილებაზე. საქართველო ნატო-ს მტკიცე პარტნიორია და ნატო-ს დიდი ხნის ასპირანტი. მას შეაქვს წვლილი ნატო-ს ოპერაციებში და ის ნატო-ს მტკიცე პარტნიორია. აშშ-ის პოზიციაა, რომ საქართველომ რეფორმები გააგრძელოს, განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და გაზარდოს მათი ძალების თავსებადობა ნატო-სთან. ამ რეფორმების ფარგლებში საქართველო გახდება ნატო-ს უფრო ძლიერი კანდიდატი“, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, დაგლას ჯოუნსმა ონლაინბრიფნგზე განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიცერცვაძე – უნდა დავძლიოთ სკეპტიციზმი და ის ცრურწმენა ვაქცინაციის მიმართ, რაც გვაქვს
შემდეგი სტატიაკინზინგერი: რუსეთი არ არის ჩვენი მოკავშირე, პუტინი მკვლელია