აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი, 2026 წლის 5 ნოემბერს თეთრ სახლში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს უმასპინძლებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის სახელით გავრცელებული განცხადებაშია ნათქვამი.
“პირველი ლედი მელანია ტრამპი თეთრ სახლში პირადად უმასპინძლებს რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს. ეს ღონისძიება ამერიკის ისტორიაში განსაკუთრებული მომენტია.
ქალბატონმა ტრამპმა დამოუკიდებლად წამოიწყო მოლაპარაკებები ომში მყოფ მხარეებს შორის და წარმატებით მიაღწია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ოლეშკისა და ხერსონის ოლქის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს მიღწევა წარმოადგენს ამერიკის პირველი ლედის მხრიდან განხორციელებულ უპრეცედენტო დიპლომატიურ ინიციატივას.
პირველი ლედი მელანია ტრამპი ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ოფიციალურ მიმართვას გააკეთებს ხუთშაბათს, 2026 წლის 5 ნოემბერს”,- აცხადებს თეთრი სახლი
















