აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციების სიაში შეიყვანა რუსეთისა და და ბელარუსის 13 ფიზიკური პირი და 20 კომპანია

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციების სიაში შეიყვანა რუსეთისა და და ბელარუსის 13 ფიზიკური პირი და 20 კომპანია.
შეზღუდვების სიაში შევიდა შვედეთის მოქალაქე, პერმში დაბადებული სერგეი სკვორცოვი. ბელორუსი ბიზნესმენები ალიაქსანდრ შაკუტინი, პაველ ტოპუზიდისი და ვიქტარ პეტროვიჩი. ვაშინგტონი მათ „ალიაქსანდრ ლუკაშენკას საფულეებს“ უწოდებს.
შეზღუდვები შეეხო ბელარუსის წითელი ჯვრის გენერალურ მდივანს, ძმიტრი შევცოვს. შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ის კავშირშია უკრაინელი ბავშვების დეპორტაციასთან იმ ტერიტორიებიდან, რომლებსაც კიევი ვერ აკონტროლებს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილი და და-ძმა ყარალაშვილები ღირსების მედლით დააჯილდოვა
შემდეგი სტატიაგია ხარჩილავა:დავინახეთ ხელოვნურად დროში გაწელილი პროცესი, მეტი ზიანი იმ პარტიას, რომლის ხმებითაც საკრებულოში განთავსდნენ მაღალ პოსტებზე