აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილეს, ბონი გლიკს აშშ-ის მთავრობის უშუალო მხარდაჭერით, საქართველოში ივანკა ტრამპის ეკონომიკური ინიციატივის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურმა და ბონი გლიკმა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრისას ახალი პროგრამის – YES-Georgia-ს მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ აშშ-ის მთავრობის მსგავსი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს აშშ-საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორობას.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოში საჯაროდ გამოაცხადა YES-Georgia პროგრამის გაფართოების შესახებ, რომელიც ქალი მეწარმეების ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული და 2024 წლის დასაწყისისთვის, ახალი პროგრამა 2500-ზე მეტი ქალისთვის ბიზნესმენეჯმენტის ტრენინგს, იურიდიულ და საბუღალტრო სერვისებს, მენტორობისა და ნეთვორქინგის შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. ინიციატივის ფარგლებში, პროგრამა, USAID-ის მიერ 840,000 აშშ დოლარით დაფინანსდება.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი
შემდეგი სტატიაპატრიარქს ჰქონდა დრო, ღირსეულად დამდგარიყო კანონიერი პრეზიდენტის გვერდით, მაგრამ მან ბანდიტებთან დგომა ირჩია