აშშ-ის მთავრობამ საქართველოს ეროვნული პარკების დასაცავად 1,6 მილიონ დოლარი გამოყო

მერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის მთავრობამ საქართველოს ეროვნული პარკების დასაცავად 1,6 მილიონ დოლარი გამოყო. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პროგრამის მთავარი მიზანი საქართველოს ეროვნული პარკების შენარჩუნება და ეკონომიკური პერსპექტივების შექმნაა. არსებული ინფორმაციით, პროგრამა ხუთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

გთავაზობთ აშშ-ის საელჩოს განცხადებას უცვლელად:

“საქართველოს ბუნება ფასდაუდებელია და მისი შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ქვეყნის თვალწარმტაცი ეროვნული პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად ამერიკის მთავრობა დღეიდან იწყებს $1.6-მილიონიან, ხუთწლიან პროგრამას, რომლის მიზანიც საქართველოს ეროვნული პარკების შენარჩუნება და მათთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაა.”

წინა თვეში ცნობილი გახდა, რომ თბილისში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის პროექტი აშშ-ის მთავრობამ 700 ათასი დოლარით დააფინანსა. ასევე, საიოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ადგილობრივების დასაქმების ხელშეწყობისთვის, აშშ-ის მთავრობამ 500 ათასი დოლარი გამოყო.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე რევია – საუბარია არა ბიუჯეტის აუთვისებლობაზე, არამედ სახსრების ეფექტიან ხარჯვაზე
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი – სასურველი იქნებოდა, რასმუსენს მეხუთე მუხლთან დაკავშირებით განცხადება მაშინაც გაეკეთებინა, როდესაც გენერალური მდივანი იყო