აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარება არ შეჩერებულა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება არ შეუწყვეტია. ამის შესახებ ზელენსკიმ მოლდოველ კოლეგასთან, მაია სანდუსთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ, 90 დღით საგარეო გრანტების გაცემის შეჩერების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

“ვიცი, რომ არსებობს უამრავი ინსტიტუტი მთელ მსოფლიოში, რომლებსაც აშშ-ის მთავრობა ადრე მხარს უჭერდა. მე შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რაც შეიძლება უკრაინამ ვერ მიიღოს და რას ვაკეთებ მე. მე ვარ ორიენტირებული სამხედრო დახმარებაზე. არ შეჩერებულა, მადლობა ღმერთს,” – განაცხადა ზელენსკიმ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის 90 დღით შეჩერებას ითვალისწინებს. მოგვიანებით პენტაგონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის განკარგულება უკრაინის სამხედრო დახმარების პროგრამებს არ ეხებოდა.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპის ბრძანებით, აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეუცვალა და ამერიკის ყურე დაარქვა
შემდეგი სტატიაპუტინი „თაიმერის“ დასჯას ითხოვს – რა წერილი მივიღეთ რუსეთის ზედამხედველობის სამსახურიდან და რამ გააღიზიანა კრემლი