აშშ-ის მაღალჩინოსანმა BBC-ს განუცხადა, რომ ირანთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებები ამჟამად მიმდინარეობს.
ზავის მოქმედების ვადა მომავალ კვირას, 22 აპრილს იწურება.
„ამერიკის შეერთებულ შტატებს ოფიციალურად არ დაუდასტურებია თანხმობა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებაზე“, — აცხადებს აშშ-ის მაღალჩინოსანი.
„აშშ-სა და ირანს შორის კომუნიკაცია გრძელდება შეთანხმების მისაღწევად“, — დასძინა მან.
მანამდე საინფორმაციო სააგენტო AFP-მ ირანულ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცნობები ზავის გახანგრძლივების შესახებ დაუდასტურებელი იყო.















