19.8 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

აშშ-ის კოსმოსური ძალები: ამერიკა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას გამოცდის

აშშ-ის კოსმოსური ძალების ინფორმაციით, ამერიკა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას გამოცდის.

ვანდენბერგის კოსმოსური ძალების ბაზიდან შეუიარაღებელი (ბირთვული ქობინის გარეშე) Minuteman III-ის ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის საცდელი გაშვება 20 მაისს განხორციელდება.

რაკეტის გაშვება ადგილობრივი დროით 00:01 საათიდან 6:01 საათამდეა დაგეგმილი.

აშშ-ის კოსმოსური ძალების განცხადებით, გამოცდის მიზანი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის ეფექტურობის, მზადყოფნისა და სიზუსტის შემოწმებაა.

„ეს რუტინული გაშვება წლების წინ დაიგეგმა და მსოფლიო მოვლენებზე რეაქციას არ წარმოადგენს“, –
ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს ღია წერილით მიმართავს
შემდეგი სტატიაკობახიძე: ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურდა