აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ტიკ-ტოკის აკრძალვის კანონპროექტი მიიღო

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ, 352 ხმით 65-ის წინააღმდეგ, დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აშშ-ში ტიკ-ტოკის აკრძალვას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, ტიკ-ტოკი აშშ-ის აპლიკაციების მაღაზიებში იმ შემთხვევაში აიკრძალება, თუ მას თავისი ჩინელი მშობელი კომპანია “ბაით დანსისგან” არ გამოყოფენ.

რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სენატში, ეს ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე განაცხადა, რომ თუ კანონპროექტს სენატი მხარს დაუჭერს, ის მას ხელს მოაწერს.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – ევროკავშირი ხედავს, როგორც საქართველო, ასევე აშშ, დავით კეზერაშვილს კრიმინალად განიხილავს და მგონი, ძალიან მძიმეა, რომ ასეთი კრიმინალი გადაადგილდება ევროპის სივრცეში
შემდეგი სტატია“ფოცხოეწერის მოსახლეობა სასმელი წყლით სრულად იქნება უზრუნველყოფილი”– 3 შესრულებული დაპირება