აშშ-ის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც „ქართული კოშმარის არაღიარების აქტის“ სახელითაა ცნობილი

აშშ-ის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში უკვე დარეგისტრირდა რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონისა და დემოკრატი კონგრესმენის, სტივ კოენის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც „ქართული კოშმარის არაღიარების აქტის“ სახელითაა ცნობილი.

კანონპროექტი კრძალავს ბიძინა ივანიშვილის ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან.

კანონპროექტი წარდგენილია და ის გადაეგზავნა საგარეო საქმეთა და იურიდიულ კომიტეტებს განსახილველად. კომიტეტები შეისწავლიან კანონპროექტის იმ ნაწილებს, რომლებიც მათ კომპეტენციაში შედის.

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენი – პუტინი ახლა რთულ მდგომარეობაშია, უკრაინას გამარჯვების რეალური შანსი აქვს
შემდეგი სტატიაშალვა ხაჭაპურიძე: ელისაშვილის რენტგენის სურათის ,,ვივამედის” მიერ საჯაროდ დემონსტრირებას, ამით კლინიკამ და ექიმმა აშკარად დაარღვიეს პაციენტის უფლებები