10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

აშშ-ის კონგრესის ორპარტიული ჯგუფი: შეშფოთებულნი ვართ უკრაინიდან მოსული ცნობებით, რომ აშშ-ის სადაზვერვო მონაცემები და Starlink-ის მხარდაჭერა იზღუდება

ჩვენ შეშფოთებულნი ვართ უკრაინიდან მოსული ცნობებით, რომ აშშ-ის სადაზვერვო მონაცემები და Starlink-ის მხარდაჭერა იზღუდება, რაც მშვიდობიან მოსახლეობასა და უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს რუსული თავდასხმების წინაშე დაუცველს ტოვებს,- ნათქვამია აშშ-ის კონგრესის ორპარტიული ჯგუფის განცხადებაში.

,,კონგრესმა არაერთხელ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა უზრუნველყოს სადაზვერვო მხარდაჭერა, რათა გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე რუსეთის სასტიკი დარტყმებისგან. აშშ-ის მოკავშირეები იხდიან უკრაინის მიერ Starlink-ით სარგებლობის საფასურს.

შეზღუდვები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხის ქვეშ აყენებს, მიუღებელია და კონგრესი ამას არ შეეგუება”,– ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლემ წინასწარი განჩინებით გააუქმა ტრამპის მიერ თეთრ სახლში მედიის აკრძალვა
შემდეგი სტატიათურქეთში დაკავებული ზურაბ ჯაფარიძე საქართველოში დააბრუნეს