აშშ-ის კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 პროცენტს აჩერებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 7, 2020 10:07

აშშ-ის კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 პროცენტს აჩერებს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 %-ს აჩერებს მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს დემოკრატიული ინსტიტუტებს განმტკიცებისკენ, კორუფციის ბრძოლისკენ და უზრუნველყოფს კერძო სექტორში კანონის უზენაესობას.

წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 132-მილიონიანი დახმარება შემცირდება იქამდე, სანამ სახელმწიფო მდივნის მიერ არ დადგინდება, რომ საქართველოს ხელისუფლება დგამს შემდეგ ნაბიჯებს, რათა

1. განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები;

2. ებრძოლოს კორუფციას;

3. დაიცვას კანონის უზენაესობა კერძო სექტორთან მიმართებაში, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე უზრუნველყოს უცხოური ბიზნესის უფლებების და მათი შევიწროვებისაგან დაცვა, რათა მათ სრულად მიიღონ კომერციული და ფინანსური სარგებლი, რასაც საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები მოუტანს.

ამასთან, კანონპროექტის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს არ შეეხება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო და მედიის მხარდამჭერ პროგრამებს, ასევე გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებისკენ და მოწყვლადი ჯგუფების დაცვისაკენ მიმართულ პროგრამებს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 7, 2020 10:07

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics