6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის თავმჯდომარე მაუწყებლებს ლიცენზიების გაუქმებით ემუქრება

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის ხელმძღვანელმა ამერიკული მაუწყებლები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გაშუქებისას „ტყუილებისა და დამახინჯებული ახალი ამბების“ გავრცელებაში დაადანაშაულა.

ბრენდან კარმა, რომელიც კომუნიკაციების ფედერალური კომისიის თავმჯდომარეა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ჩანაწერში „ყალბი ამბები“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თუ მაუწყებლობის ინდუსტრია „გეზს არ გამოასწორებს“, მათ, შესაძლოა, მაუწყებლობის ლიცენზიები გაუუქმდეთ.

„მაუწყებლებმა უნდა იმოქმედონ საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაკარგავენ ლიცენზიებს“, – თქვა კარმა.

მის ჩანაწერს ერთვოდა სოციალურ ქსელში, „თრუს სოშიალში“ დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ის ამერიკული მედიის ნაწილის მიერ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გაშუქებას „შეცდომაში შემყვანსა“ და „საშინელს“ უწოდებს.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები დაუყოვნებლივ დაბრუნდება, როგორც კი კრიზისი დასრულდება
შემდეგი სტატიაისრაელის ჯანდაცვის უწყება: ბოლო 24 საათის განმავლობაში, საავადმყოფოებში 108 ადამიანი გადაიყვანეს