აშშ-ის ხელისუფლება შეშფოთებულია უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების გადაადგილებით

აშშ-ის ხელისუფლება შეშფოთებულია უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების გადაადგილებით, მაგრამ არ აქვს ინფორმაცია კრემლის შესაძლო განზრახვების თაობაზე, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ყატარელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ მნიშვნელოვნად შეშფოთებული ვართ იმ არარეგულარული გადაადგილებით, რომელსაც უკრაინის საზღვართან ვაკვირდებით. რუსეთის განზრახვაზე ვერ ვისაუბრებ – ეს ჩვენ არ ვიცით, თუმცა ვიცით, რომ წარსულში რუსული ჯარები პროვოკაციებს ახორციელებდნენ უკრაინის საზღვარზე და შემდეგ ისინი შეიჭრნენ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ბლინკენმა.

banner
წინა სტატიაშიბენ ჰოჯესი: კრამერს უყვარს საქართველო და სძულს ის, რაც ახლა ხდება… მე მას სრულებით ვეთანხმები
შემდეგი სტატიაუკრაინის რადას სპიკერი კახა კუჭავას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანისკენ მოუწოდებს