აშშ-ის ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილის მოხსნისთვის ემზადება

აშშ-ის ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილის მოხსნისთვის ემზადება, იუწყება Reuters. მათი მონაცემებით, თეთრმა სახლმა დაავალა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს და ფინანსთა სამინისტროს, მოამზადონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელიც შესაძლებელია შემსუბუქდეს.

მიზანი კი ამ საკითხის მოსკოვის წარმომადგენლებთან “უახლოეს დღეებში” დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესების მოლაპარაკებების ფარგლებში განხილვაა – იუწყება სააგენტოს რამდენმე წყარო. ისინი ამას პრეზიდენტ ტრამპის უკრაინაში ომის შეჩერების სურვილსაც უკავშირებენ.

Reuters-ის წყაროს ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და ფინანსთა სამინისტრო ამჟამად ამზადებენ წინადადებას იურიდიული და ფიზიკური პირების, მათ შორის ზოგიერთი რუსი ოლიგარქის, სანქციების მოხსნის შესახებ. „ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა შეიძლება მოითხოვოს ვაშინგტონმა სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ“, – აღნიშნავს სააგენტო.

banner
წინა სტატიაშიდირკ ემერიხი: ზელენსკისთან სკანდალის შემდეგ, ტრამპი ევროპის წინააღმდეგაც წავა
შემდეგი სტატიატრამპი: ბუშის დროს რუსეთმა მიიღო საქართველო; ობამას დროს მიიღეს ყირიმი; ტრამპის დროს ვერაფერი მიიღეს; ბაიდენის დროს სცადეს მთელი უკრაინის მიღება