აშშ-ის ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში, პროპალესტინელმა დემონსტრანტმა ისრაელის საკონსულოს წინ თავის დაწვა სცადა

აშშ-ის ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში ისრაელის საკონსულოს წინ ერთ-ერთმა პროპალესტინელმა დემონსტრანტმა თავის დაწვა სცადა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, მოქალაქემ ბენზინი გადაისხა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც „ბიბისი“ წერს, დემონსტრანტის ასაკი და სქესი ამ დროისთვის უცნობია.

ამასთან, დაშავდა დაცვის თანამშრომელი, რომელმაც აქციის მონაწილისთვის დახმარების აღმოჩენა სცადა. ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ისრაელის საკონსულოში ტრაგიკული უწოდეს იმ ფაქტს, „რომ ისრაელისადმი სიძულვილი ასეთი ფორმით გამოიხატა“.

banner
წინა სტატიაშიისრაელის თქმით, ტყვეობაში 137 მძევალი რჩება
შემდეგი სტატიასუს-ი – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პოზიტიურად აფასებს საქართველოს შესაძლებლობებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში