აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭო გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს.

მილოცვა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ახლად დამტკიცებულ მთავრობას ვულოცავ პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადებას. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის თქვენთან მუშაობას აშშ-საქართველოს ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით“, – ნათქვამია მილოცვაში.

banner
წინა სტატიაშიდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი – ბოლო წლებში პირველად, დეკემბრის მეორე ნახევარში ქვეყანაში სეზონური გრიპის ვირუსი არ დადასტურებულა
შემდეგი სტატიაწინასაახალწლო ნობათი რამდენიმე დევნილ ოჯახს დღეს გადასცეს