საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პარსელმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო:
“9 აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის მიერ 1989 წელს ჩადენილ სისასტიკეს. დღეს, 37 წლის შემდეგ, პატივს მივაგებთ იმ 21 დაღუპულ ქართველს და ასობით დაშავებულს, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის მშვიდობიან დემონსტრაციაში იღებდა მონაწილეობას”-წერს აშშ-ის საელჩო.














