აშშ-ის ელჩი NATO-ში: “უკრაინაში ომი შესაძლოა მომდევნო 90 დღის განმავლობაში დასრულდეს”

“უკრაინაში ომი შესაძლოა მომდევნო 90 დღის განმავლობაში დასრულდეს”, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა NATO-ში, მეთიუ უიტაკერმა FOX NEWS-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ელჩი აღნიშნავს, იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება მიღწეული იქნება ომიც დასრულდება. მისი თქმით, მხარეებმა ძირითადი საკითხების მოგვარება შეძლეს.

“უკრაინაში ომი შესაძლოა მომდევნო 90 დღის განმავლობაში დასრულდეს. თუ შეთანხმებას მივაღწევთ, მაშინ ეს მომდევნო 90 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს. ვფიქრობ, ძირითადი საკითხების მოგვარება შევძელით, რომელიც საკამათო იყო. ვფიქრობ, ამ პრობლემის მოგვარებასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს, თუმცა არის ისეთი საკითხებით, რომლებიც ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, რათა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ. […] ეს უაზრობა, რომელიც უკვე 4 წელს გრძელდება და უპირატესობის მოპოვებას ვერც ერთი მხარე ვერ ახერხებს, ხალხის მკვლელობები და ქვეყნების ნგრევა უნდა დასრულდეს”, – ამბობს მეთიუ უიტაკერი.

banner
წინა სტატიაში“მათ სწამთ, რომ NATO-ს ფარით შეუძლიათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა” – ბუში-პუტინის ფარული ჩანაწერი 2008 წელს საქართველოზე
შემდეგი სტატიადევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 800-მდე ოჯახს სახლს შეუსყიდის