აშშ-ის ელჩი: საუბარია მიზეზებზე, რატომაც გაუქმდა წვრთვნები ეს სამწუხაროა, თუმცა არა გაუგებარი

აშშ-ის ელჩის პირველი კომენტარი წვრთნების გაუქმების შემდეგ – რობინ დანიგანი ამბობს, რომ თავდაცვის დეპარტამენტის განცხადება საკმაოდ მკაფიოა, რადგან ახლა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის “გადახედვა მიმდინაროებს”, ამის მიზეზად კი ელჩმა “ოცნების” მხრიდან “უადგილო განცხადებები” დაასახელა.

ვფიქრობ რომ მიზეზი გაუქმების საკმაოდ მკაფიოა, თავდაცვის დეპარტამენტის განცხადება მკაფიოა, იქ საუბარია მიზეზებზე, რატომაც გაუქმდა წვრთვნები. ეს სამწუხაროა, თუმცა არა გაუგებარი. სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ თქვა, ახლა ჩვენი ურთიერთობის გადახედვა მიმდინარეობს, რადგან ადგილი ჰქონდა უადგილო საჯარო განცხადებებს ხელისუფლების მხრიდან. იმედი გვაქვს რომ ჩვენი ურთიერთობის აღდგენა მოხდება”, – განაცხადა დანიგანმა.

აშშ-მა საქართველოში სწავლება “ღირსეული პარტნიორი” განუსაზღვრელი ვადით გადადო – ამ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

ირკვევა, რომ სწავლება თავდაპირველად იყო დაგეგმილი 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე, თუმცა ახლა საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშისომხეთში სომხურ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნები გაიმართება
შემდეგი სტატიათბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, გლოვოს კურიერი დაჭრეს