26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ორი ირანული დრონი ჩამოაგდეს

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში განლაგებულმა ამერიკულმა ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ორი ირანული თავდასხმის დრონი ჩამოაგდეს.

„დღეს დილით, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ძალებმა ჩამოაგდეს ორი ირანული თავდასხმის დრონი, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ საერთაშორისო საზღვაო მოძრაობას ჰორმუზის სრუტეში“, – განაცხადა აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მათი განცხადებით, მზად არიან განაგრძონ ირანის აგრესიისგან თავდაცვა.

banner
წინა სტატიაშისურსათის დანაკარგები და ლოგისტიკა: რა განიხილეს “ნულოვანი ნარჩენის” მინისტერიალზე
შემდეგი სტატიამაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის დიასპორასთან ურთიერთობები პრიორიტეტულია, გვაქვს ახალი პროექტები, რომლებიც ფოკუსირებულია სამშობლოსთან ურთიერთობების გაძლიერებაზე