აშშ-ის დაზვერვა უკრაინას რუსული დანაყოფების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას აძლევს

აშშ-ის დაზვერვა უკრაინას რუსი გენერლების ლიკვიდაციაში ეხმარება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ აშშ-ის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, აშშ-ის დაზვერვა უკრაინას რუსული დანაყოფების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას აძლევს, რამაც უკრაინის არმიას არაერთი რუსი გენერლის ლიკვიდაციის შესაძლებლობა მისცა.

უკრაინის ხელისუფლება 12 რუსი გენერლის მოკვლის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სადაზვერვო ინფორმაცია ასევე მოიცავს რუსეთის ჯარების სავარაუდო გადაადგილებას, რომელიც გამომდინარეობს აშშ-ის ბოლო შეფასებებიდან მოსკოვის საიდუმლო საბრძოლო გეგმის შესახებ აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლველად.

მედიის ცნობით, მთელი ომის განმავლობაში აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები იყენებენ სხვადასხვა წყაროებს, მათ შორის საიდუმლო და კომერციულ თანამგზავრებს, რათა თვალყური ადევნონ რუსული ჯარების მოძრაობას.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: დიახ, უკრაინელებს სურთ, მიიღონ შეიარაღება საქართველოსგან, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი. ეს ყველაფერი შეუძლებელია
შემდეგი სტატიანაილ მუხიტოვი: რუსეთიდან წასული ბიზნესმენები და ხელოვნების მუშაკები უნდა ჩაითვალონ მოღალატეებად