აშშ-ის დაზვერვა აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე ჰაკერული თავდასხმის უკან ირანი დგას

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან ირანი დგას. ამის შესახებ აშშ-ის დაზვერვა აცხადებს.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და სხვა ფედერალურმა სააგენტოებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ირანმა აშშ-ის არჩევნებში ჩარევა უთანხმოების გაღვივებისა და დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის შელახვის მიზნით განახორციელა.

„დაზვერვა დარწმუნებულია, რომ ირანელებს სოციალური ინჟინერიის და სხვა ძალისხმევის დახმარებით პირდაპირი წვდომა ჰქონდათ ორივე პოლიტიკური პარტიის საპრეზიდენტო კამპანიაზე“, – ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.

დაზვერვის ინფორმაციით ეს ქმედებები მიზნად ისახავს გავლენა მოახდინოს აშშ-ის საარჩევნო პროცესებზე, რადგან ირანი, საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად აღიქვამს.

დაზვერვის ცნობით, მსგავსი თავდასხმა განხორციელდა არა მარტო ტრამპის, არამედ კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიაზეც. უფრო კონკრეტულად, ირანელმა ჰაკერებმა ელექტრონულ ფოსტაზე ვირუსული შეტყობინება გააგზავნეს. საერთო განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ მსგავსი ტაქტიკა ახალი არაა და მსგავსი მეთოდები ირანისა და რუსეთის მხრიდან შეერთებული შტატების წინა არჩევნებზეც შეიმჩნეოდა.

რა სახის ინფორმაციის მიღება შეძლეს ჰაკერებმა ეს უცნობია, თუმცა ტრამპი აცხადებს, რომ მათ მხოლოდ საჯარო ინფორმაციის მიღება შეძლეს. მანამდე, The New York Times-მა,Politico-მ და Washington Post-მა განაცხადეს, რომ ჰაკერებმა ანონიმური გზით ტრამპის კამპანიის დოკუმენტები მიიღეს, მათ შორის ჯეი დი ვანსის შესახებ, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.

banner
წინა სტატიაშიყაველაშვილი ოპოზიციაზე – მათ პირდაპირ შეგვიძლია დავარქვათ მეხუთე კოლონა – ისინი იმართებიან გარე ძალებით და სწორედ ამ ძალების დაკვეთებით მოხდა მათი გადაჯგუფება
შემდეგი სტატიასოფო ჯაფარიძე – ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა მოშლილია და ახლა „ქართული ოცნება“ მას სრული ფინანსური კრიზისით ემუქრება ამერიკასთან ურთიერთობის დანგრევით