აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა „ფაიზერის“ ვაქცინის 5-11 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრმა „ფაიზერის“ ვაქცინის 5-11 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა, რომ მომავალი კვირიდან 5-11 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყოს.

„ვიცით, რომ მილიონობით მშობელს სურს ბავშვების ვაქცინაცია და ამ გადაწყვეტილებით ახლა რეკომენდაცია გავეცით, რომ დაახლოებით 28 მილიონმა ბავშვმა ვაქცინა მიიღოს“, – განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ.

ვალენსკის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ბავშვთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვანადაა გაზრდილი, რაც „დელტა“ ვარიანტს უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის საელჩო – მოხარული ვართ, რომ პრემიერი ღარიბაშვილი ესწრება გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციას #COP26, რომელიც გლაზგოში, ტარდება
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე სოციალურ კოდექსთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდა